ავტორი: გიორგი ლობჟანიძე
დღეს თანამედროვე კლიპებში სამეცნიერო ფანტასტიკას განვიხილავთ.
Apparat – Song Of Los
აპარატის ეს კლიპი და საოცრად მელოდიური სიმღერა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია იმ ვიდეოებს შორის, რომელიც ადამიანთა სამყაროში რობოტის თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რობოტის, რომელსაც ადამიანის მსგავსად შეიძლება უყვარდეს, ეშინოდეს და ტკიოდეს
BaronVon Luxxury – Glass Candy
ეს კლიპი 70-იანი წლების ფანტასტიკური ჟანრის ფილმების ამონარიდს ჰგავს, სადაც ადამიანს საკმაოდ მიმზიდველი ჰუმანოიდი იტაცებს
Broken Bells – Holding for life
კლიპი, რომელშიც მთავარ როლებს თანამედროვე ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები, ანტონ იელჩინი და ქეით მარა ასრულებენ, უცხო პლანეტაზე მყოფ ავსტრონავტების შესახებ მოგვითხრობს
MGMT – Alien Days
ერთი შეხედვით დამაბნევებელი და გაუგებარი მუსიკალური ვიდეოა, თუმცა ყურადღებით ნახვისას ნათელი ხდება, რომ კლიპი უცხოპლანტელების და ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, სადაც დედამიწაზე მოვლენებს უცხოპლანეტელები მართავენ. ადამინები კი მათ ხიზილალას სახით ხარკს უხდიან.
M83 – Reunion
Reunion ზებუნებრივი (ტელეკინეზი) ძალების მქონე ბავშვებზე მოგვითხრობს. ისინი სავარაუდოდ გარკვეული სახელმწიფო საიდუმლო ექსპერიმენტების მსხვერპლები არიან.
Niki & the Dove – Tomorrow
Niki & the Dove-ის ეს კლიპი ცივ კოსმოში მოხეტიალე ხომალდის და ასტრონავტის შესახებაა, რომელიც სახლში, დედამიწაზე დაბრუნებას ცდილობს
Badly Drown Boy – Silent Sigh
სავარაუდო გამყინვარების შედეგად დედამიწა განადგურდა. 2000 წლის შემდეგ ასტრონავტი იხვს პოულობს. მომავლის ტექნოლოგიების დახმარებით ის დიდი ხნის წინ გარდაცვლილ იხვს იკვლევს, რაც მას ძველი სამყაროს შესწავლაში ეხმარება.
Let’s Talk About Space – Sailing to the Moon
საკმაოდ ‘ნერდული’ ოცნებები მთვარეზე გაფრენის შესახებ.
The Chemical Brother – Wide Open ft. Beck
The Chemical Brothers ახალ, მაგრამ უკვე ძალიან გახმაურებული ვიდეოს გვერდს ვერ ავუვლიდით. ვიდეოს, რომელიც არაჩვეულებრივი ქორიოგრაფიით გამოირჩევა, ესთეტიკით Ex Machina-ს უკვე ხშირად ადარებენ.