2018 წლის Tbilisi Open Air – ის ფარგლებში ლიტაგრაომ ინტერვიუ რეიჩელ იამაგატასთან და Papooz – თან ჩაწერა.

რეიჩელ იამაგატა, ცნობილი ამერიკელი მუსიკოსია, რომელიც ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში გაიცნო. იამაგატამ კარიერა ბენდში სახელწოდებით Bumpus დაიწყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ სოლო კარიერა წამოიწყო. იამაგატა ოთხი სტუდიური ალბომის და მრავალი სინგლის ავტორია. მას არაერთი გლობალურად ცნობილი ჰიტი ეკუთვნის, მათ შორისაა “Worn Me Down,” “Over and Over” და Be Be Your Love. ქართველი მსმენელის წინაშე ის პირველად 2018 წლის Tbilisi Open Air – ის ფარგლებში წარდგა

 

Papooz ფრანგული ლოუ ფაი ბენდია, ბოსა ნოვას და არაერთი სხვა სტილის ელემენტებით, რომელიც თანამედროვე მაგრამ ამავდროულად ნოსტალგიურ მუსიკას წერს. 2014 წლიდან დღემდე Papooz ორი ალბომი აქვს ჩაწერილი. თუმცა, Ann Wants to Dance და Trampoline ის ორი ჰიტია, რომლითაც ჯგუფი ფართო აუდიტორიამ გაიცნო. Papooz Tbilisi Open Air – ის ერთ-ერთ გამორჩეული არტისტი იყო, რომელმაც ქართველი მსმენელის წინაშე წლევანდელ ფესტივალზე დაუკრა