სუბტიტრები ნიკა ქობულაძის და დათო ლობჟანიძის ერთობლივი პროექტია, რომელიც ინტერნეტს და ახალ მედიას ეხება. პოდკასტში ყოველკვირეულად შეგიძლიათ მოუსმინოთ ახალი ფილმების, სერიალების შეფასებებს, ინტერნეტის ისტორიას და ასევე გაიგოთ უჩვეულო და საინტერესო ამბები, რომლებსაც ინტერნეტის ყოველდღიური მოხმარების დროს ნაკლებად შეიძლება შეხვდეთ. პოდკასტის მეორე გადაცემაში ნიკა და დათო გურამ კაშიას UEFA – ს ჯილდოს განიხილავენ, ასევე საუბრობენ საინტერესო და უცნაურ პოდკასტზე, რომლის მთავარი თემას უსულო საგნების გასულიერება წარმოადგენს, აფასებენ Bad Comedian – ის იუთუბ არხს და იხსენებენ Dial-up – ის კულტურას.