საშინელებათა ჟანრის ფილმებს ცუდი რეპუტაცია აქვთ. ხშირ შემთხვევაში მათ ხელოვნებად არ თვლიან და თავის შესაქცევ, გასართობ მედიუმად თუ აღიქვამენ. ამის მიუხედავად კინოს ისტორიას ახსოვს არა ერთი ავტორი რომელმაც ამ ჟანრში მოღვაწეობის პირობებში საინტერესო ხედვით დაგვამახსოვრა თავი. რუბრიკა 3 ფილმის მორიგი ეპიზოდის სტუმარი, განათლების საკითხების მკვლევარი და ფსიქოლოგი, ლაშა მაჭარაშვილი, მსგავს შემთხვევებს მიმოიხილავს და აქცენტს თანამედროვე კინოზე აკეთებს. ლაშა ბოლო ათწლეულის სამ ფილმს და სამ ავტორს გამოარჩევს, რომლებიც მისი აზრით საშინებელათა ჟანრში დღეს გამორჩეულად საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან. ლაშას მიერ განხილული ფილმებია; რობერტ ეგერსის 2015 წლის ალჯქაჯი (The Witch), პიტერ სტრიკლენის 2012 წლის ბერბერიანის ხმის ჩამწერი სტუდია (Berberian Sound Studio) და არი ასტერის 2019 წლის მიდსომარი
ლაშა მაჭარაშვილი | საშინელებათა ფილმები და ჟანრის სამი ავტორი
